Wednesday, July 23, 2014

სამეგრელოს ციხესიმაგრეები- გეგმა

სამეგრელოს ციხესიმაგრეები /პროექტის გეგმა

პროექტის მიმოხილვა
პროექტის სათაური
სამეგრელოს ციხესიმაგრეები
პროექტის შინაარსი
მოცემული პროექტი ორ ნაწილად ხორციელდება, რომლის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან  საკუთარი რეგიონის ციხესიმაგრეებს და მათ მნიშვნელობას. პირველ ეტაპზე, მოსწავლეები შეაგროვებენ ინფორმაციას სამეგრელოს ციხესიმაგრეების შესახებ.  მოსწავლეები შეისწავლიან ადგილობრივ ციხეებს და შეადგენენ საინფორმაციო ბროშურებს. მეორე ეტაპზე, გაეცნობიან ამ ციხესიმაგრეების მნიშვნელობას და გაუზიარებენ დაუფლებულ ცოდნას სხვა მოსწავლეებს გაკვეთილზე.

საგანი
ისტორია, ხელოვნება, გეოგრაფია
კლასი/დონე  
9-10 კლასები
აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევები
ინფორმაციის მოძიება, მონაცემთა ანალიზი
განხორციელების დროის ჩარჩო
10 კვირა, 90 წუთი კვირაში
პროექტის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

საზოგადოებრივი მეცნიერებებიისტორია და გეოგრაფია
  • რუკების, ცხრილების და სხვა რესურსების გამოყენება და შედგენა;
  • ინფორმაციის შეგროვება - კითხვა, მოსმენა და დაკვირვება  ინფორმაციის გაგების და გარჩევის მიზნით;
  • ინფორმაციის ორგანიზება და ინტერპრეტაცია;
  • ინფორმაციის წარდგენა და გაზიარება;
  • ცხრილებით, დიაგრამებით და გრაფიკებით გამოხატული მონაცემების გაგება.


მოსწავლეთა ამოცანები/სწავლის შედეგები

ნაწილი პირველი: გავიცნოთ ჩვენი რეგიონის ციხესიმაგრეები
მოსწავლეები შეძლებენ:
  • ადგილობრივი რეგიონის ფარგლებში შვიდი ციხესიმაგრის მოძიებას;
  • ადგილობრივი რეგიონის ამ შვიდ ციხესიმაგრეზე ინფორმაციის მოძიება ინტერნეტსა და ზეპირ გადმოცემებში;
  • ექსკურსიის მოწყობა აღნიშნული ციხესიმაგრეების დასათვალიერებლად;

ნაწილი ორი: სამეგრელოს ციხესიმაგრეების მნიშვნელობა
მოსწავლეები შეძლებენ:
  • სხვადასხვა წყაროებიდან მოძიებული ინფორმაციის შეჯერებას;
  • საღ მსჯელობას და აღქმას;
  • ინფორმაციის კლასიფიკაციას, ანალიზს და სინთეზირებას პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.
  • პასუხისმგებლობების გაზიარებას მუშაობის პროცესში.
  • ტექნოლოგიის გამოყენებას, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების.
  • დავალებების განსაზღვრას, პრიორიტეტების მინიჭებას და შესრულებას პირდაპირი ზედამხედველობის გარეშე;
  • დროის და სამუშაო დატვირთვის ეფექტურ განკარგვას;



მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები:


ზოგადი შეკითხვები
რით განვსხვავდებით სხვებისგან?


თემატური შეკითხვები
·         რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის ციხესიმაგრეები?
·         როგორ გავლენას ახდენს ციხესიმაგრეების მშენებლობაზე გეოგრაფიული ადგილმდებარეობა?


შინაარსობრივი შეკითხვები
·         რა დანიშნულება ჰქონდა ციხესიმაგრეებს ქვეყნისთვის?
·         რა ისტორიას ინახავს თითოეული მათგანი?
·         რა შთაბეჭდილებას გვიტოვებს დღეს ეს ძეგლები?

შეფასების გეგმა

შეფასების შეჯამება

დაუსვით შეკითხვები ჯგუფს, მოსწავლეების საჭიროებების და საბაზისო ცოდნის განსაზღვრის მიზნით. მოსწავლეები შეადგენენ ვ-მ-ვ (ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე) ცხრილს, ციხესიმაგრეების  შესახებ სწავლის პროცესის მართებულად წარმართვის მიზნით. პროექტზე მუშაობის შუალედურ ეტაპზე, დაუბრუნდით ვ-მ-ვ ცხრილს არსებულ შეკითხვებზე პასუხების გასაცემად. შეკითხვები ძირითადად სასწავლო პროგრამის განმსაზღვრელი შეკითხვების თემატურ საფუძველზეა ფორმულირებული და უზრუნველყოფს მოსწავლეების აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევების განვითარებას.  კვლევის რუბრიკა მოსწავლეებს და მასწავლებელს ეხმარება მონაცემების შეგროვების, ანალიზის და კვლევის უნარ-ჩვევების მონიტორინგში. მოცემულ უნარ-ჩვევებს ჯგუფის წევრები ბროშურის შემუშავების პროცესში გამოიყენებენ.  ბროშურებზე მუშაობისას, მოსწავლეები გამოიყენებენ კრიტერიუმების ჩამონათვალს და რუბრიკის ფორმას პროცესის მართებულად წარმართვის, ყველა საჭირო ელემენტის გათვალისწინების და საბოლოო პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით. ამასთანავე, ბროშურის კრიტერიუმების ჩამონათვალი და რუბრიკა გამოიყენება მასწავლებლის მიერ ბროშურის შესაფასებლად.

სასწავლო ცხრილების პერიოდულად შემოწმება მასწავლებელს დაეხმარება მოსწავლეების მიერ შესწავლილი საკითხების შემეცნების დონის და სირთულეების განსაზღვრაში, სწავლების პროცესის შესაბამისად მოდიფიცირების მიზნით.  მოსწავლეები პრეზენტაციების დაგეგმვის პროცესში გამოიყენებენ პრეზენტაციის საკითხების ჩამონათვალს და რუბრიკის ფორმას, პრაქტიკული მუშაობის და მიღებული შედეგის თვითშეფასების მიზნით. მასწავლებელი კი, აწარმოებს ინდივიდუალურ შეფასებას მოცემული ფორმების დახმარებით. პრეზენტაციის წარმოდგენა მოსწავლეების მიერ ჩატარებული მუშაობის შემაჯამებელ აქტივობას წარმოადგენს. ბროშურის და პრეზენტაციის რუბრიკები მოიცავს ჯგუფური და ინდივიდუალური შეფასების ინდიკატორებს. პროექტზე მუშაობა დასრულდება  წიგნის შექმნით, რომელიც მოსწავლეების მიერ დაუფლებული ახალი ცოდნის და უნარ-ჩვევების დემონსტრირებას ემსახურება. მოსწავლეები უპასუხებენ საანალიზო შეკითხვებს სწავლის შედეგების უკეთესად გასაცნობიერებლად.

შეფასების დროის ჩარჩო



პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ









·    შეკითხვების დასმით მოსწავლეების საჭიროებების შეფასება;
·    ვ-მ-ვ ცხრილი;
·    შეკითხვების დასმა.
·    კვლევის რუბრიკა;
·    ბროშურის კრიტერიუმების ჩამონათვალი და რუბრიკა.

·    ვ-მ-ვ ცხრილი;
·    სასწავლო ცხრილები ჩანაწერებისთვის;
·    კვლევის რუბრიკა.

·    ბროშურის კრიტერიუმების ჩამონათვალი და რუბრიკა;
·    პრეზენტაციის რუბრიკა.
·    პრეზენტაციის რუბრიკა;
·    შეკითხვების დასმა.
·    ანალიზი;
·    ვ-მ-ვ ცხრილი.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
კომპიუტერთან მუშაობის, საგამომცემლო პროგრამების და ინტერნეტ ძიების საბაზისო უნარ-ჩვევები.
სასწავლო პროცედურები
სწავლების დაწყებამდე
მოცემული პროექტი  შეისწავლის სამეგრელოს ციხესიმაგრეებს. პროექტზე მუშაობის დაწყებამდე,  შევარჩიეთ შვიდი ციხესიმაგრე შესასწავლად.
პროექტის პირველ ნაწილში, მოსწავლეები მცირე ჯგუფებში შეისწავლიან ციხესიმაგრეებს მშობლიურ  რეგიონში. შევასრულოთ შემდეგი დავალებები პროექტზე მუშაობისთვის მოსამზადებლად:
პროექტის დაწყებამდე ერთი  თვით ადრე, დავავალებთ მოსწავლეებს, დაწერონ წერილები შესასწავლი ციხესიმაგრეების სახელზე. სურვილისებრ, შეუძლიათ გამოიყენონ პროექტის პაკეტში წარმოდგენილი წერილის ნიმუში, ან განუმარტოთ მოსწავლეებს, როგორ ისარგებლონ ვორდის სპეციალური ფორმებით, რომელიც ვებძიების გვერდზეა ატვირთული.   
მერვე კვირის ფარგლებში, კლასი ადგილობრივი ციხესიმაგრეების დათვალიერებისა და უკეთ აღქმის მიზნით მოაწყობს ექსკურსიას.
მეცხრე კვირას, ჩატარდება გაკვეთილი, სადაც მოხდება პროექტის პრეზენტაცია.
ნაწილი 1: გაიცანით სამეგრელოს ციხესიმაგრეები
კვირა 1: პროექტის გაცნობა
შეკითხვების დასმის გზით განსაზღვრეთ მოსწავლეების საბაზისო ცოდნა სამეგრელოში მდებარე ციხესიმაგრეების  შესახებ. გააცანით მოსწავლეებს ახალი ტერმინები და ცნებები, რომელსაც პროექტზე მუშაობის ფარგლებში გამოიყენებენ და განსაზღვრეთ რეგიონის შვიდი ციხესიმაგრე. განიხილეთ ზოგადი შეკითხვა, რით განვსხვავდებით/გამოვირჩევით სხვებისგან?  შეკითხვებზე პასუხების საფუძველზე შეადგინეთ ვ-მ-ვ ცხრილი მთელი ჯგუფისთვის და სთხოვეთ მოსწავლეებს ჩაინიშნონ სამუშაო რვეულებში. განიხილეთ და გაეცანით, რა ინფორმაციას ფლობენ მოსწავლეები  რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის ციხესიმაგრეები?
როგორ გავლენას ახდენს ციხესიმაგრეების მშენებლობაზე გეოგრაფიული ადგილმდებარეობა? ფლიპჩარტზე ჩაინიშნეთ მოსწავლეებისთვის ნაცნობი ინფორმაცია, ხოლო მოსწავლეები საკუთრ სამუშაო რვეულებში გააკეთებენ ანალოგიურ შენიშვნებს. შემდეგ განიხილეთ, რა სურთ მოსწავლეებმა შეისწავლონ მოცემულ თემატურ საკითხებზე და ჩაწერეთ მ (მინდა ვიცოდე) გრაფაში.

განიხილავთ პროექტის შედეგებს და კვლევის ჩატარების რუბრიკას. განიხილავთ, მოცემული რუბრიკის მიზნობრიობას. კერძოდ, რუბრიკის საშუალებით, მოსწავლეები და მასწავლებლები შეაფასებენ ინდივიდუალურ დონეზე ჩატარებულ კვლევას. დავყოფთ კლასს 3-4 მოსწავლისგან შემდგარ შერეულ ჯგუფებად.
განიხილეთ ლექსიკური ერთეულებს და ცნებებს (მაგალითად, ძეგლები, იარუსი, რეზიდენცია,   ისტორია, ციტადელი, მოსახლეობა, დასვენება და ტურიზმი). მოსწავლეებს ვთხოვ დაწერონ განსაზღვრებები, შეადგინონ დიაგრამები და გამოიყენონ ტერმინები სხვადასხვა კონტექსტში. საწყის ეტაპზე ლექსიკური მარაგის გამდიდრება, კვლევის ეტაპის წარმატებას განაპირობებს.
მიუთითეთ მოსწავლეებს, შეაგროვონ მონაცემები ციხესიმაგრეების შესადარებლად ფაქტების აღრიცხვის ცხრილის გამოყენებით. გააკეთებ კვლევის პროცესების მოდელირებას მოსწავლეებისთვის, სამეგრელოს ციხესიმაგრეების მონაცემების წარმოდგენის საფუძველზე. ვასწავლი, როგორ მოიძიონ ფაქტები Google-ს, ან სხვა საძიებო ვებ-გვერდების გამოყენებით.  მიუთითებ, მოიძიონ ყველაზე ახალი ინფორმაცია.
კვირა 2:  ციხესიმაგრეების შესახებ კვლევის ჩატარება
ინფორმაციის მიღების შემდეგ, დავახარისხებთ მიღებულ მასალას ციხესიმაგრეების მიხედვით ცალკე ყუთებში. შევისწავლით მასალებს მოსწავლეებთან ერთად და წარმოვადგინეთ ჩანიშვნების გაკეთების დემონსტრირებას შესაბამისი გზამკვლევის გამოყენებით. ეს დაეხმარება მოსწავლეებს იმ ზოგად და თემატურ შეკითხვებზე პასუხების განსაზღვრაში, რომელიც პროექტის დაწყებისას გავაცანით:
  • რით განვსხვავდებით/გამოვირჩევით სხვებისგან?
  • რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის ციხესიმაგრეები?
  • როგორ გავლენას ახდენს ციხესიმაგრეების მშენებლობაზე გეოგრაფიული ადგილმდებარეობა?
  • რა დანიშნულება ჰქონდა ციხესიმაგრეებს ქვეყნისთვის?
  • რა ისტორიას ინახავს თითოეული მათგანი?
  • რა შთაბეჭდილებას გვიტოვებს დღეს ეს ძეგლები?

ჩანაწერების გასაკეთებლად საშუალებას მივცემ მოსწავლეებს, მოიძიონ ინტერნეტში მასალა და შეისწავლონ ციხესიმაგრეების ყუთებში განთავსებული ინფორმაცია, შევახსენებ, გამოიყენონ კვლევის ჩატარების რუბრიკა საკუთარი სტრატეგიების შეფასების მიზნით.
განვათავსებთ რეგიონის რუკას კედელზე და განსაზღვრეთ ციხესიმაგრეებს, რომელსაც მოსწავლეები შეისწავლიან. დავავალებ, მოამზადონ ინდივიდუალური რუკები  კონტურული რეგიონალური რუკის გამოყენებით.  მიუთითეთ, განათავსონ ციხესიმაგრეები გეოგრაფიულ რუკაზე და დაურთონ რელიეფის ნიშნულები. მაგალითად, წყალი და მთები.
კვირა 3-4: ციხესიმაგრეების  შესწავლა, ბროშურის მომზადება
მოსწავლეების ჯგუფები წარმოადგენენ ციხესიმაგრეების შესახებ მიცემულ ცოდნას საინფორმაციო ბროშურებში და გაუზიარებენ ერთმანეთს. განუმარტეთ ჯგუფს, რომ ბროშურების შექმნის გზით, მოსწავლეები განსაზღვრავენ ციხესიმაგრეების ერთმანეთისგან განმასხვავებელ ნიშნებს. 
მოცემულ ეტაპზე მოსწავლეები შექმნიან საინფორმაციო ბროშურებს სამეგრელოს ერთ-ერთი ციხესიმაგრის წარმოსაჩენად.
ჯგუფის წინაშე გააკეთებთ ბროშურის შექმნის დემონსტრირებას, მოსწავლეების მიერ შევსებული საინფორმაციო/ფაქტების ცხრილიდან მონაცემების გადატანის, აგრეთვე, ისტორიის, ღირშესანიშნაობების, ტურიზმის შესახებ ინფორმაციის შეტანის გზით. დავურთავთ რუკას, სურათს და მივუთითეთ ინფორმაციის წყაროს. გავიმეორებ ზემოაღწერილ საფეხურებს  მოსწავლეების მიერ ბროშურის ნიმუშის მსგავსი ვარიანტის შესაქმნელად. დავავალებთ ჯგუფებს იმუშაონ ბროშურებზე და იხელმძღვანელონ ბროშურის საკითხების ჩამონათვალით და რუბრიკით, სამუშაოს ორგანიზების, ხარისხის და თანამშრომლობითი მიდგომის უზრუნველსაყოფად. 
ვთხოვ ჯგუფებს, წარუდგინონ შესწავლილი ციხესიმაგრეები კლასს. მოვამზადებთ ბროშურების ასლებს პრეზენტაციისთვის, გამოვიყენებთ პროექტორს ციფრული ფაილისთვის. მოვიწვევთ უფროსებს და ვთხოვთ დასვან შეკითხვები წარმოდგენილი თემატიკის გარშემო. პრეზენტაციების დასრულების შემდეგ, გავაგრძელებთ დისკუსიას ციხესიმაგრეების შედარების მიზნით.

ნაწილი 2:  სამეგრელოს ციხესიმაგრეების მნიშვნელობა
კვირა 5: ვისწავლოთ ციხესიმაგრეების შესახებ
განუმარტავ მოსწავლეებს, რომ შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში, ჯგუფი შეეცდება დაეუფლოს ცოდნას ზოგად შეკითხვაზე (რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის ციხესიმაგრეები? როგორ გავლენას ახდენს ციხესიმაგრეების მშენებლობაზე გეოგრაფიული ადგილმდებარეობა? რა დანიშნულება ჰქონდა ციხესიმაგრეებს ქვეყნისთვის? რა ისტორიას ინახავს თითოეული მათგანი? რა შთაბეჭდილებას გვიტოვებს დღეს ეს ძეგლები?) გავაცანობ ჩანიშვნების ცხრილს მოსწავლეებს ძირითადი ცნებების და საკითხების ჩასაწერად, რომელიც პროექტის განხორციელებისას შეხვდებათ. თითოეულ ცნებასთან, ან ლექსიკურ ტერმინთან დაკავშირებით, განუმარტავ მოსწავლეებს, ჩაიწერონ მასწავლებლის მიერ  მიწოდებული განმარტება და შექმნან შესაბამისი ილუსტრაცია. მაგალითად, თუ მოსწავლე განიხილავს სიტყვას - ტურიზმი, შესაძლებელია წარმოადგინოს შემდეგი განმარტება, მოგზაურობა დასვენების, თავისუფალი დროის ხარჯვის ან ბიზნესის მიზნით. შეიძლება ვისარგებლოთ  Google -ს ფოტოებით, რომელსაც მოსწავლეები ტერმინის ილუსტრირებისას გამოიყენებენ.
მოსწავლეებს ვთხოვთ დაუბრუნდნენ საქართველოს რუკებს და გაავლონ ხაზი ზუგდიდიდან აღნიშნული ციხესიმაგრეების მიმართულებით. მივუთითებთ მოსწავლეებს, მიანიჭონ სპეციალური აღნიშვნები ციხესიმაგრეებს და აღნიშნონ რუკაზე. მუშაობის დასრულების შემდეგ, რუკებს პროექტის ფარგლებში შექმნილ ალბომებში/საქაღალდეებში განათავსებენ. 
შემდეგი აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას ციხესიმაგრეების შემადგენელი ნაწილების შესახებ. გავაცანობ შესაბამის ლექსიკურ ერთეულებს, როგორიცაა გალავანი, ციტადელი, კოშკი, სათოფური, რეზიდენცია. მოსწავლეებს ვთხოვ დაწერონ განსაზღვრებები ცხრილში და გააკეთონ შესაბამისი ილუსტრაცია. ციფრული პროექტორის საშუალებით. განუმარტავ მოსწავლეებს, როგორ განიხილონ ნიშნულებით განახლებული რუკა. შევადგინეთ ცხრილს მარშრუტის მონაცემების ჩასაწერად. თითოეულ მოსწავლეს გადავუგზავნი სამუშაო ფურცლის ნიმუშის ელექტრონული ფორმას. ავუხსენი, გახსნან ფაილი და დაიმახსოვრონ საკუთარი ინიციალების მინიჭებით. პირველ დღეს მოსწავლეები შეავსებენ შემდეგ უჯრებს:  თარიღი, მდებარეობა, მომდევნო დღეებში, მოსწავლეები დამოუკიდებლად შეავსებენ ფორმას ელექტრონულად. კერძოდ, ჩაწერენ თარიღს, ადგილმდებარეობას და შეინახავენ განახლებულ ინფორმაციას, დამახსოვრების ღილაკზე დაწკაპუნებით.  როდესაც ციხესიმაგრის ადგილს მიაღწევს, სთხოვეთ მოსწავლეებს, ასახონ ინფორმაცია სამუშაო ცხრილში და აღნიშნონ   გადაადგილების მარშრუტი საკუთარ რუკაზე.
კვირა # 6. საიდან მოვიდა? რას წარმოადგენს?
მოცემულ კვირაში, მოსწავლეები  შეისწავლიან ციხესიმაგრეებს. მოახდენენ ფოკუსირებას თემატურ შეკითხვებზე:
  • როგორ გავლენას ახდენს ციხესიმაგრეების მშენებლობაზე გეოგრაფიული ადგილმდებარეობა?
  • რა დანიშნულება ჰქონდა ციხესიმაგრეებს ქვეყნისთვის?

საწყის ეტაპზე, მოსწავლეებს სთხოვეთ დაწერონ რატომ აგებდნენ ციხესიმაგრეებს  სასწავლო ცხრილში:
თავდაცვისთვის, სილამაზისთვის, რეზიდენციად სჭირდებოდათ
განვიხილავ ჯგუფისთვის ცნობილ ციხესიმაგრეებ და მივუთითებ მოსწავლეებს, დაამატონ ილუსტრაცია მოცემულ ძეგლებზე. მაგალითად, ციხეგოჯი, რუხი, ანაკლია, შხეფი, ჭაქვინჯი, აბედათი, ხიბულა
შემდეგ, მოსწავლეები მცირე ჯგუფებში (5 მონაწილე თითოეულ ჯგუფში), შეაჯამებენ მონაცემებს. შევაჯერბ ჯგუფების მიერ მოწოდებული ინფორმაციას და წარმოვადგინ სამეგრელოს ციხესიმაგრეებით დასურათებულ რუკას.
კვირა #7: ციხესიმაგრეების აგების სიმულაციური აქტივობა
მოცემული გაკვეთილის ფარგლებში, თამაშის გზით მოსწავლეები ციხესიმაგრეების აგების უნარ-ჩვევების დემონსტრირებას მოახდენენ. სიმულაციური აქტივობის მიზანია სასკოლო საკანცელარიო საქონლის სრული პაკეტის შედგენა თამაშის ბოლოსთვის.
გაკვეთილის დაწყებამდე შეაგროვეთ შესაბამისი საკანცელარიო მასალის შესაბამისი რაოდენობა:
სამაგრები; პლასტელინი, კენჭები, წებოიანი ქაღალდები; ფანქრები; წებოს ტუბები.
განუმარტავ  ჯგუფებს თამაშის მიზანს. კერძოდ, თითოეული  ჯგუფი  შეეცდება ციხესიმაგრის ასლების შექმნას. მივცეთ მოსწავლეებს საშუალება, დამოუკიდებლად განსაზღვრონ „მშენებლობის წესები“ სიმულაციისთვის, რაც დაგვეხმარება, ჩავინიშნოთ სადისკუსიო საკითხები შექმნილი სიტუაციების მიხედვით.
მშენებლობის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებს გაუზიარებ დაკვირვების შედეგებს. კერძოდ, რა სახის სამშენებლო მასალა გამოიყენეს და დროის რა მონაკვეთი დასჭირდათ მშენებლობის  განსახორციელებლად. განვიხილავთ აქტივობას.  
კვირა # 8: ექსკურსია ციხესიმაგრეებში
კლასი ადგილობრივი ციხესიმაგრეების დათვალიერებისა და უკეთ აღქმის მიზნით მოაწყობს ექსკურსიას.
შევადგინეთ საინფორმაციო სანიშნეებს, ერთ გვერდზე მოსწავლის ფოტოთი და ბიოგრაფიით, ხოლო მეორეზე, ციხესიმაგრის ანოტაციით.  მივაწვდი მოსწავლეებს შესაბამის ინსტრუქციებს და დავეხმარები საინფორმაციო სანიშნეების მომზადებაში. მიუთითებ, გაუზიარონ ერთმანეთს სანიშნის სამუშაო ვარიანტები და მოისმინონ რეკომენდაციები საგამომცემლო პროგრამის გამოყენებამდე. თითოეულ მოსწავლეს გადაუღებ ციფრულ ფოტოს. განვათავსებ სკანირებულ ფაილებს და ციფრულ ფოტოებს ელექტრონულ საქაღალდეში,  ხელნაკეთი სანიშნეებიდან მოსწავლეები ვორდის პროგრამის სანიშნეების ნიმუშში გადაიტანენ ტექსტს და ფოტოს. მუშაობის დასრულების შემდეგ, სანიშნეებს ამოვბეჭდავთ ფერად პრინტერზე, დააკარით მყარ ქაღალდზე და გაუკეთეთ ლამინირება.
გავაგზავნით წერილებს მშობლების, ან ადგილობრივი თვითმმართველობის, სკოლის დირექციის სახელზე
და მოვიწვევთ მათ გაკვეთილზე პრეზენტაციისთვის.
კვირა # 9: ცოდნის გაზიარება
დავგეგმავთ გკვეთილს სკოლაში, რომლის ფარგლებში ჯგუფები მიღებულ ცოდნას გაუზიარებენ ერთმანეთს. აგრეთვე, მშობლებს, სკოლის დირექციას და ადგილობრივ თვითმმართველობას.
განუმარტეთ, რომ პროექტის ფარგლებში ბოლო დავალების სახით, მოსწავლეების გუნდები მოამზადებენ პრეზენტაციას. განიხილავთ პრეზენტაციის მოსამზადებელი საკითხების ნუსხს და რუბრიკას. განვმარტავთ ინდივიდუალური და ჯგუფური შეფასების ფორმებს. განვსაზღვრავთ დავალებებს და მივეცემ მოსწავლეებს თანმიმდევრულად სხვადასხვა ვალდებულების შესრულების შესაძლებლობას.. განვსაზღვრავ ერთ კვირას, ჯგუფების მიერ გაკვეთილის ჩატარებისთვის მოსამზადებლად. თითოეული პრეზენტაცია სავალდებულოა მოიცავდეს შემდეგ კომპონენტებს: შესავალი, განსაზღვრებები, ისტორია, ფოტომასალა, დანიშნულება.  პრეზენტაციის  ფარგლებში ძირითადი აქცენტი გაკეთდება, ციხესიმაგრის  მნიშვნელობაზე და როგორ გავლენას ახდენს ციხესიმაგრეების მშენებლობაზე გეოგრაფიული ადგილმდებარეობა? გამოიყენებთ პრეზენტაციის რუბრიკას უკუკავშირისთვის. გადაიღებთ ვიდეოს და შევაფასებთ თითოეულ პრეზენტაციას.
კვირა # 10: შეჯამება
გაიმართება დისკუსია, პროექტების განხორციელების შედეგად მოსწავლეების მიერ მიღებული ცოდნის და გამოცდილების შესახებ. დაუბრუნდით შეკითხვებს:
რით განვსხვავდებით/გამოვირჩევით სხვებისგან?
რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის ციხესიმაგრეები?
             როგორ გავლენას ახდენს ციხესიმაგრეების მშენებლობაზე გეოგრაფიული ადგილმდებარეობა?
პროექტის დასასრულს, განვიხილავთ საწყის ეტაპზე შედგენილი ვ-მ-ვ ცხრილი, განვათავსებთ ნაშრომებს სპეციალურ ალბომებში.
ჯგუფში გამართეთ დისკუსია, სამეგრელოს ციხესიმაგრეების დანიშნულების შესახებ. მოსწავლეებს ვთხოვ დაუბრუნდნენ ცხრილის   (მინდა ვიცოდე) გრაფას და ვკითხავ, რამდენად მიიღეს სასურველი ინფორმაცია პროექტის ფარგლებში. მივუთითებ შეავსონ ვ-მ-ვ ცხრილის მესამე გრაფაც და თემატურ საქაღალდეში დააბრუნონ.
ვორდის ან ხატვის პროგრამის გამოყენებით, შექმენან ალბომის ყდა. მიუთითებ მოსწავლეებს, გააკეთონ ჩატარებული სამუშაოს ამსახველი დოკუმენტების ორგანიზება.  დაურთონ პრეზენტაციის რუბრიკები და გაკვეთილის ფოტოები. ალბომზე  მუშაობის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები გადახედავენ ნაშრომს და უპასუხებენ შემდეგ შეკითხვებს:
  • ალბომის რომელი ნაწილით ამაყობთ ყველაზე მეტად? რატომ?
  • რომელ ნაწილზე ისურვებდით მეტი დროის დათმობას?
  • რას შეცვლიდით, ერთი აქტივობის გამეორების შესაძლებლობა რომ გქონდეთ?
  • პროექტის რომელი ნაწილი მოგეწონათ ყველაზე მეტად?
  • თქვენი ალბომის მოსაუბრისთვის წარსადგენად, რას იტყოდით?

დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები
·         დამატებითი დროის განსაზღვრა კვლევის ჩასატარებლად;
·         ისარგებლეთ სპეციალისტის, მშობლების, ან თანატოლთა განმანათლებლის დახმარებით;
·         მიაწოდეთ თვალსაჩინოებები;
·         დაეხმარეთ კითხვითი დავალებების შესრულებისას.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
·         ვთხოვ მოსწავლეს, შეასრულოს ლიდერის როლი ჯგუფებში მუშაობისას;
·         სთხოვეთ, ჩაატაროს  კვლევა და წარუდგინოს ანგარიში მთელ ჯგუფს.

პროექტისთვის საჭირო მასალები და რესურსები

ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ, პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)            


 ფოტოკამერა
 კომპიუტერ(ებ)ი
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზია
 VCR
 ვიდეოკამერა
 ვიდეოკონფერენციის აღჭურვილობა
 სხვა      

ტექნოლოგიებიპროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ ის პროგრამები, რომელიც დაგჭირდებათ)

 საგამომცემლო პროგრამები
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე  
 ელფოსტის პროგრამა
 საგამომცემლო პროგრამები

 ფოტოების/სურათების
დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია


 ვებგვერდის შექმნა

 ვორდის პროგრამა

სხვა      



ბეჭდვითი მასალები
სასწავლო გეგმის გზამკვლევები
მასალები
1. ქართველი ერის ისტორია  - ივ.ჯავახიშვილი
2. მოგზაურობა სამეგრელოსა და აფხაზეთში - მარი ბროსე
3. საქართველოს ისტორიული ატლასი
4. სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია - ს. მაკალათია

ინტერნეტრესურსები
Google.com
სხვა რესურსები
ბროშურები და რუქები.